“ადამიანებმა დაინახეს, რომ სინამდვილეში ამ გაპოლიტიკოსებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების და პოლიტიკური პარტიების მთავარი განზრახვა არის არა ევროპა ან რაღაც რეკომენდაციების შესრულება, არამედ ძალაუფლების ხელში ჩაგდება”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საზოგადოება შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებს.
„ყველაზე მთავარი ის კი არ არის, რომელმა ევროპარლამენტარმა რა მოიწონა. ყველაზე მთავარია, რომ ყველამ ნახა, რომ ქართველმა ხალხმა მოიწონა ეს მიდგომა. სწორედ ამიტომაც ვნახეთ ჩვენ, როგორ შეაქცია აქციაზე ქართველმა ხალხმა ზურგი მათ. ადამიანებმა დაინახეს, რომ სინამდვილეში ამ გაპოლიტიკოსებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების და პოლიტიკური პარტიების მთავარი განზრახვა არის არა ევროპა ან რაღაც რეკომენდაციების შესრულება, არამედ ძალაუფლების ხელში ჩაგდება. როცა ამას ხედავს ჩვენი საზოგადოება, ის შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს. ტექნიკურ მთავრობაზე საუბარიც ხომ აჩვენებს, რომ მათი ინტერესი არის ძალაუფლება და ხელისუფლებაში მოსვლა. პირველივე აზრი, რაც თავში მოსდით, ეს არის, როგორ ჩაიგდონ ხელში ძალაუფლება. ნაცვლად იმისა, რომ იფიქრონ საქართველოს ევროპულ მომავალზე, ფიქრობენ ხელისუფლებაში მოსვლაზე“, – აცხადებს პაპუაშვილი.