გიორგი ვოლსკი: ვფიქრობ, ბევრ საკითხზე გვექნება კონსენსუსი იმ პარტიებთან, რომლებიც ფიქრობენ საქართველოს მომავალზე და არა – დესტაბილიზაციაზე

“ვფიქრობ, ბევრ საკითხზე გვექნება კონსენსუსი იმ პარტიებთან, რომლებიც ფიქრობენ საქართველოს მომავალზე და არა – დესტაბილიზაციაზე”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების საკითხზე საუბრისას “იმედის” ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, საჭიროა კანონპროექტები, სადაც საჭიროა პოზიციის დაფიქსირება, რომელსაც ვერცერთი საერთაშორისო ექსპერტი ვერანაირ ხინჯს ვერ მოუძებნის.

„არის არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი, ექსპერტების გარკვეული ჯგუფი, რომლებიც ჩაერთვებიან ამ საქმიანობაში და თუნდაც ვერ მივიდეთ კონსენსუსამდე, იქნება მაღალი დონის, პროფესიონალური დოკუმენტები, სადაც საჭიროა კანონპროექტები, სადაც საჭიროა პოზიციის დაფიქსირება, რომელსაც ვერანაირ ხინჯს ვერ მოუძებნის ვერცერთი საერთაშორისო ექსპერტი. ვფიქრობ, რომ ჩვენ ამას მივაღწევთ და ბევრ საკითხზე გვექნება კონსენსუსი იმ პარტიებთან, რომლებიც ფიქრობენ საქართველოს მომავალზე და არა – დესტაბილიზაციაზე“, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები