ოკუპანტებმა სლავიანსკზე მასიური იერიში მიიტანეს, არის მსხვერპლი

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკზე მასიური იერიში მიიტანეს.

ამის შესახებ Facebook-ზე ქალაქის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვადიმ ლიახმა დაწერა.

“სლავიანსკი! ქალაქის მასიური დაბომბვა! ცენტრი, ჩრდილოეთი. ყველა დარჩით თავშესაფრებში”, – ხაზგასმით აღნიშნა მან.

მისი თქმით, დაბომბვის შედეგებზე დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.

“რადიო თავისუფლების” ცნობით, სარაკეტო იერიშის შედეგად, ქალაქში ხანძრების მრავალი კერაა.

სულ მცირე, ერთი ადამიანია დაღუპული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები