ბათუმის საქალაქო სასამართლომ 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე სამივე პირი დამნაშავედ ცნო

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე დაკავებული სამი პირი საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და პატიმრობა მიუსაჯა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბინის მეპატრონე ზაურ ბუდაგოვს 4 წლით, ხოლო ხუსეინ და გიორგი სურმანიძეებს 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

შეგახსენებთ, 2021 წლის 8 ოქტომბერს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. შემთხვევას 9 ადამიანი ემსხვერპლა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე 3 პირი დააკავა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები