ირანი რუსეთს 3 მილიარდი დოლარის ღირებულების სამშენებლო მასალებს მიაწვდის
ირანი გეგმავს, რუსეთს 3 მილიარდი დოლარის ღირებულების სამშენებლო მასალა მიაწოდოს.
ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეკონომიკური დიპლომატიის საკითხებში, მეჰდი საფარიმ განაცხადა, – იტყობინება Iran.ru.
მისი თქმით, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთის ერთ-ერთ პროვინციას, რომელიც უამრავ სამშენებლო მასალას აწარმოებს, შეუძლია წარმოების ზრდა რუსეთში ექსპორტისთვის.
დიპლომატმა თქვა, რომ ჩრდილოეთ ხორასანის პროვინციას აქვს კარგი შესაძლებლობები ცემენტის და მშენებლობაში საჭირო სხვა მასალების წარმოებისთვის.
მან ასევე არ გამორიცხა ყაზახეთში ექსპორტის გაზრდის შესაძლებლობა.