ზელენსკიმ უკრაინის აღდგენის ძირითადი პრინციპები დაასახელა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის აღდგენის ძირითადი პრინციპები დაასახელა.
როგორც მან ლუგანოში უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, ამისთვის აუცილებელია უსაფრთხოება, წარმოება, ეკოლოგიის დაცვა, ბარიერებისგან გათავისუფლება და გამჭვირვალობა.
„საკვანძო პრინციპებს შორის აღვნიშნავ შემდეგს: მაქსიმალური უსაფრთხოება, მაქსიმალური წარმოება, გარემოსდაცვითი სტანდარტების მაქსიმალური დაცვა, „მწვანე“ ტექნოლოგიების მაქსიმალური გამოყენება, ბარიერების გარეშე პრინციპების მაქსიმალური განხორციელება, თემების ინტერესებზე მაქსიმალური ორიენტირება, დაგეგმვაში – სახსრების გამოყენებაში, პროექტების შერჩევაში მაქსიმალური გამჭვირვალობა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ასევე, ქვეყნის აღდგენის მნიშვნელოვან პრინციპებს შორის მან დაასახელა “სამუშაო ადგილების და ახალი ინდუსტრიების, ბიზნესპროცესების ლოკალიზაცია უკრაინაში“.
ამასთან, მისი თქმით, საუბარია არა მხოლოდ “მატერიალურ” აღდგენაზე, არამედ – ინსტიტუციურ განვითარებაზეც. მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის აღდგენა და ევროკავშირისკენ სვლა რეფორმებს გულისხმობს.
„ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ინსტიტუტები, უნდა განვაახლოთ ჩვენი ცხოვრების დონე. ჩვენი მიზანია, უკრაინა გახდეს არა მხოლოდ ყველაზე თავისუფალი ქვეყანა ევროპაში, არამედ იყოს ყველაზე მოსახერხებელი ცხოვრებისა და ბიზნესისთვის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები