რომის პაპმა კიევსა და მოსკოვში ჩასვლის სურვილი გამოთქვა

რომის პაპმა ფრანცისკემ მოსკოვსა და კიევში ჩასვლის სურვილი და იმედი გამოთქვა, რომ, კანადაში 24-30 ივლისს ვიზიტის შემდეგ, ის შეძლებს ამ ორ დედაქალაქში ჩასვლას.

ამის შესახებ პონტიფიკოსმა Reuters-თან ინტერვიუში ისაუბრა.

უკრაინაში არსებულ ვითარებაზე საუბრისას, ფრენცისკემ აღნიშნა, რომ ვატიკანის სახელმწიფო მდივანს, კარდინალ პიეტრო პაროლინსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის მოსკოვში შესაძლო ვიზიტის შესახებ კონტაქტები შედგა.

ვატიკანი რუსეთში ჩასვლის სურვილით რამდენიმე თვის წინ გამოვიდა, თუმცა, მაშინ მოსკოვმა უპასუხა იმ მომენტის შეუსაბამობაზე. პაპი ამბობს, რომ ახლა “შესაძლოა, ვითარება შეიცვალა”.

„მინდა, უკრაინაში ჩავიდე, ოღონდ მანამდე მოსკოვს ვეწვიო. ამის შესახებ მესიჯები გავცვალეთ, რადგან ვფიქრობდი – რუსეთის პრეზიდენტი მშვიდობის საქმისთვის პატარა ფანჯარას თუ მომცემდა. ახლა შესაძლოა – კანადიდან დაბრუნების შემდეგ, შევძლო უკრაინაში წასვლა“, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები