სროლა კოპენჰაგენის სავაჭრო ცენტრში – სამი ადამიანია დაღუპული
კოპენჰაგენის სავაჭრო ცენტრ Field’s-ში სროლის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა.
ამის შესახებ ქალაქის პოლიციის წარმომადგენელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი ინფორმაციით, დაკავებულია 22 წლის, დანიის მოქალაქეზე, რომელსაც თანამზრახველები არ ჰყოლია.
ინციდენტი 3 ივლისს, საღამოს მოხდა. პოლიციაში სავაჭრო ცენტრში სროლის შესახებ შევიდა შეტყობინება.
პოლიციაში აცხადებენ, რომ მამაკაცი თოფითა და საბრძოლო მასალებით იყო შეიარაღებული, თუმცა, შესაძლებელია – მას სხვა იარაღიც ჰქონოდა.
დაღუპულთა შორის ორი – დანიის 17 წლის და რუსეთის 47 წლის მოქალაქეა, დაშავებულთა შორის კი დანიის ორი – 40 და 49 წლის მოქალაქე, ასევე, შვედეთის 50 და 16 წლის მოქალაქეები არიან, მათი მდგომარეობა მძიმეა.