სამართალდამცავებმა კანცელარიის შესასვლელის გასათავისუფლებლად აქციის მონაწილეებს გონივრული ვადა მისცეს
მთავრობის ადმინისტრაციის ცენტრალურ შესასვლელთან მობილიზებული აქციის მონაწილეები სამართალდამცველებმა რამდენჯერმე გააფრთხილეს და სავალი გზის გათავისუფლება სთხოვეს, თუმცა, სამართალდამცველებს მათი ზედა შესასვლელთან იძულებით ამოყვანა მოუწიათ.
მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს სამართალდამცველებმა გონივრული ვადა მისცეს, რათა კანცელარიის შესასვლელი გაათავისუფლონ.
თუმცა, აქციის მონაწილეები მთავრობის სხდომის დაწყებას ელოდებიან და, სავარაუდოდ, მინისტრთა კაბინეტის წევრების გამოჩენას ელოდებიან და ამის შემდეგ აპირებენ დაშლას.
შეგახსენებთ, გუშინ პარლამენტის შენობის წინ მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ ორგანიზებით აქცია გაიმართა. მოგვიანებით, აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს, სადაც ღამის განმავლობაში დარჩნენ.