ვატო შაქარიშვილი – აქციაზე: ამ მოძრაობის სახეზე ჩამოირეცხა ევროკავშირის ფერებში გაკეთებული მაკიაჟი და ზედაპირზე წამოვიდა ისევ მეგის ქარდავა, მიხეილ სააკაშვილი და ხელისუფლებაში რევანშის გზით დაბრუნების დაუოკებელი წყურვილი

ამ მოძრაობის სახეზე ჩამოირეცხა ევროკავშირის ფერებში გაკეთებული მაკიაჟი და ზედაპირზე წამოვიდა ისევ მეგის ქარდავა, მიხეილ სააკაშვილი და ხელისუფლებაში რევანშის გზით დაბრუნების დაუოკებელი წყურვილი, – ასე შეაფასა საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აი ია-ს“ დამფუძნებელმა ვატო შაქარიშვილმა აქცია „შინ ევროპისკენ“. ამ თემაზე მან გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.

„ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია. სამწუხაროდ, გარკვეულ ეტაპზე მათ შეძლეს პროპაგანდის საშუალებით შეძლეს შეცდომაში შეეყვანათ საზოგადოების ნაწილი. მაგრამ როგორც აბრაამ ლინკოლნის ცნობილ ფრაზაშია, შეიძლება მოატყუო ცოტა ადამიანი დიდი ხანი ან ბევრი ადამიანი ცოტა ხანი, მაგრამ ყველას ყოველთვის ვერ მოატყუებ. ეს შედეგი დადგა. კიდევ ერთხელ მოახერხეს და შევიდნენ ერთსა და იგივე წყალში “, – ამბობს შაქარიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები