მთავრობა ანაკლიაში ნავსადგურის მშენებლობით დაინტერესებულ კომპანიებს მიმართავს

საქართველოს მთავრობა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეშვეობით, იწვევს ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს, რომ გამოხატონ პროექტში ინვესტორის სახით მონაწილეობის სურვილი. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. პრესცენტრის ინფორმაციით, მთავრობის განკარგულებით, შექმნილია ინტერესთა გამოხატვის თაობაზე წარმოდგენილ განაცხადთა განმხილველი კომისია, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს. საქართველოს მთავრობამ მოიწონა ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევის პირობები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები