ელისო ბოლქვაძე იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულს და ქუთაისის მერს შეხვდა

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულსზვიად შალამბერიძეს და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერსიოსებ ხახალეიშვილს შეხვდა.

შეხვედრაზე იმერეთის ნორჩ მუსიკოსთა საერთაშორისო კონკურსის საორგანიზაციო საკითხებზე ისაუბრესღონისძიების სავარაუდო თარიღი და ადგილმდებარეობა განსაზღვრესყურადღება გამახვილდა კონკურსის მნიშვნელობაზე რეგიონში კულტურის განვითარების ხელშეწყობის თვალსაზრისით.

აღსანიშნავიარომ ღონისძიება გაიმართება სახელოვნებო განათლების რეფორმის ფარგლებში და ხელს შეუწყობს ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენასასევეიმერეთის კონკურსი გამოირჩევა საერთაშორისოსამშვიდობო დატვირთვითრომელშიც ამიერკავკასიის ქვეყნებიდან მიიღებენ მონაწილეობას ნორჩი მუსიკოსები“, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები გივი ჭიჭინაძებეჟან წაქაძე და ზაზა ლომინაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები