ამკლავი ბავშვების ინტერესების წინააღმდეგ – სასამართლომ ახალგაზრდა კომპოზიტორის საქმეზე საქმისწარმოება დაასრულა – „ახალგაზრდა ადვოკატები“ 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ ახალგაზრდა ქართველი კომპოზიტორისა და პიანისტის საქმეზე, სადაც ბავშვების მამა ბებიის მიმართ დამცავი ორდერის გამოცემას, შვილების 9 თვის განმავლობაში ბებიის საცხოვრებელი სახლიდან განცალკევებას, მოქმედი პროკურორ ზაზა კვირკველიას ოჯახში განთავსებასა და ბავშვების ბებიასთან კომუნიკაციის შეზღუდვას მოითხოვს, საქმისწარმოება დასრულდა. მოსამართლე ირინა გოგოლაძემ შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოცხადება გადადო და გადაწყვეტილების გამოცხადებისთვის არც კონკრეტული თარიღი დაუსახელებია. სასამართლოს განმარტებით, გამოცხადებამდე 2 დღით ადრე ეცნობებათ პროცესის მონაწილე მხარეებს. ასეთ შემთხვევაში, საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისთვის, სასამართლოს 1-თვიანი ვადა გააჩნია, რაც 2022 წლის 28 ივლისს იწურება. აღნიშნულის შესახებ განცხადებას ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს.

სასამართლომ საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ფარგლებში, დამასრულებელ სხდომაზე დასკვნითი სიტყვები მოისმინა. კერძოდ, დამცავი ორდერის გამოცემის საკითხზე აზრი გამოთქვეს სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს საქალაქო ცენტრის მხარდაჭერის, სასამართლო – სამოქალაქო დავების და აღსრულების განყოფილების სოციალური მუშაკმა მარიამ ცხვედიანმა, ამავე განყოფილების უფროსმა სოციალურმა მუშაკმა ნინო იობაშვილმა, ამავე სააგენტოს ფსიქოლოგმა ხატია ნადარეიშვილმა, ამავე სააგენტოს იურისტმა ლევან სესიაშვილმა, სსიპ იურიდიული დახმარების სააგენტოს იურისტმა, არასრულწლოვანთა ინტერესების სასამართლოს მიერ დანიშნულმა წარმომადგენელმა ინგა ნოზაძემ. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენლებმა, კრებსიათად, მხარი დაუჭირეს მათი მიერევე გაყალბებულ დასკვნებს და აღნიშნეს, რომ ბავშვები არასრულწლოვნების ბებიის ძალადობრივ გარემოს უნდა მოშორდნენ, თუმცა შეკითხვაზე: იყვნენ თუ არა რაიმე ძალადობის თვითმხილველები, თითოეულმა მათგანმა მიუთითეს, რომ ასეთი ფაქტის თვითმხილველები არ ყოფილან. შეკითხვაზე: რა გარემოებებზე დაყდნობით მაჩნდათ, რომ ადგილი ჰქონდა ბავშვების მიმართ ფსიქოლოგიურ ძალადობას, თითოეულმა მათგანმა აღნიშნა, რომ ბავშვებს არ სურდათ მამასთან ურთიერთიობა და გაუცხოების გამომწვევი მიზეზები ბებიის განწყობები იყო. შეკითხვაზე: რატომ არ აფასებდნენ მამის მხრიდან ქცევების ერთობლიობას შვილებში მშობლის მიმართ უარყოფითი განწყობების ჩამოყალიბების მთავარ გამომწვევ მიზეზად, თითოეულ მათგანი პასუხობდა, რომ საჭირო იყო თერაპიის კურსის გავლა.

ნინო იობაშვილის განმარტებით, ვინაიდან ბავშვებს ზრდასრულის აზრები აქვს, ეს არ შეიძლება ჩაითვალოს ბუნებრივ მოვლენად და უნდა მივიჩნიოთ ბავშვებზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების შედეგად. მისი თქმით, ერთ-ერთი არასრულწლოვნის ცხოვრებაში, ბებიის დამსახურებული პროფესიული ღვაწლის მიუხედავად, ბავშვები ავლენენ ჩამორჩენილობას! კერძოდ, მისი თქმით, მათ არ ჰყავთ მეგობრები, ბავშვებმა არ იციან კომპიუტერული თამაშები, მხოლოდ ვიტარდებიან ბებიის გარემოში და საჭიროა ურთიერთიოების კორეგირება. ნინო იობაშვილი მოითხოვს გამოიცეს დამცავი ორდერი, თუდაც 1 თვით და იმის მიუხედავად, რომ ბავშვები სხვა საცხოვრებელ ადგილას გადასვლის სასტიკი წინააღმდეგნი არიან, აღნიშნავს, რომ მოდის ზაფხული, არდადეგები და ეს შესანიშნავი პერიოდია, რომ ბავშვებმა გაინავარდნონ მამასთან. ამასთან, ნინო იობაშვილი სწუხდა, რომ როდესაც ხელოვანი არასრულწლოვანის მიმართ არსებობს მომეტებული ინტერესი, ირღვევა მისი დის უფლებები, რადგანაც მას სათანადო ყურადღება არ ეთმობა და უცნობი რჩება, თუ რით ცხოვრობს მეორე არასრულწლოვანი.

მარიამ ცხვედიანის განმარტებით, ის ვერ ხედავს მამის მხრიდან იმგვარი ქცევების ერთობლიობას, რომელიც შესაძლებელია ბავშვების გაღიზიანების ან გაუცხოების გამომწვევი მიზეზი გამხდარიყო. არასრულწლოვნები ეცნობიან საქმის ირგვლივ ყველა მასალას და სოციალური მუშაკისთვის აღნიშნული კატეგორიულად მიუღებელი გარემოებაა, მათ შორის გარდაცვლილი დედის სიკვდილთან მიმართებით მამის დაკავშირების რაიმე ფორმა. შეკითხვაზე, რატომ არ მოუწოდებს სოციალური მუშაკი მამას შეწყვიტოს საჯარო განცხადებების წერა პირად სოციალურ გვერდზე, ბებიის ოჯახის დადანაშაულება, რატომ აფასებს მოვლენებს მხოლოდ ცალმხრივად და მხოლოდ ერთი კუთხით, მარიამ ცხვედიანი საუბარს იწყებს მამასთან ნეიტრალურ გარემოში ბავშვების ურთიერთობის საჭიროებაზე. მისი თქმით, ბავშვებმა ახლიდან უნდა აღმოაჩინონ მამა. სოციალურ მუშაკს აქვს განმარტებები, თუ რატომ მოხდა გაუცხოება და არ აქვს განმარტებები, რა მიზეზებით არ ხდება დაახლოება. შეკითხვაზე, რატომ არ ჩამოთვლის კონკრეტულ მიზეზებს, თუ რა ფაქტორებმა გამოიწვიეს ბავშვების ნების ჩამოყალიბება, ამბობს, რომ ბავშვების განწყობებში კონკრეტულ ფრაზებსა და გამონათქავმებს აქვს მნიშვნელობა. ამ კონტექსტში, მ. ცხვედიანი მხოლოდ არასრულწლოვნების ბებიის გამონათქვამებზე აკეთებს აქცენტს (კონკრეტიკის გარეშე) და შეგნებულად არ განმარტავს მამის საჯარო განცხადებების ყოვლად მიუღებელ კონტექსტს. შეკითხვაზე: ხდება თუ არა ბავშვების ნეგატიური დამოკიდებულებების ჩამოყალიბება კონკრეტულად ბებიის მხრიდან, ზოგადად პასუხობს, რომ ბავშვების განწყობები შესაცვლელია.

ლევან სესიაშვილის განმარტებით, შემაკავებელი ორდერის გამოცემისთვის სამივე კომპონენტი სახეზეა: ბებიის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობა, იძულება და ბავშვების ინტერესების უგულებელყოფა ბავშვებზე. მისი თქმით, შექმნილია მამის მტრის ხატი, არასრულწლოვნებს აიძულებენ, რომ ურთიერთობა არ ჰქონდეთ მშობელთან. სააგენტოს იურისტმა არასრულწლოვნების ბებია მამის მიმართ ზიზღის წარმოებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ვერ ხედავს მამის მიმართ არსებული საყვედურების საფუძვლებს. ცნობისთვის: 2022 წლის 24 იანვარს, სწორედ ლევან სესიაშვილმა მოაწერა ხელი იმ სამართალდარღვევის ოქმის შედგენას, რომლითაც ბებია დაისაჯა და დაჯარიმდა 500 ლარით. ლევან სესიაშვილის მიერ შედგენილ ე.წ. სამართალდამრღვევის ოქმში აღნიშნულია, რომ შემთხვევა შეეხება „ზეგავლენაში მამასთან ურთიერთობის საკითხს“ (სტილი დაცულია) და რომ აღნიშნული გამოვლინდა 2021 წლის 30 ნოემბერს.  სინამდვილეში, 2021 წლის 30 ნოემბერს, ახალგაზრდა კომპოზიტორი მუსიკალურ პედაგოგ ბებიასთან ერთად იმყოფებოდა გერმანიაში. ამასთან, 2021 წლის 30 ნოემბერი კალენდარულად გახლდათ სამშაბათი დღე, ხოლო სასამართლოს დროებითი განკარგულებით, მამას ბავშვების მონახულების უფლება გააჩნია პარასკევსა და კვირას. ამდენად, სამართალდარღვევის ოქმის იურიდიული საფუძვლები, არც ფაქტობრივი მოცემულობა, ბუნებაში არ არსებობდა, ლევან სესიაშვილის პროფესიული კეთილსინდისიერება უფლებამოსილებით მაღლა მდგომმა პირებმა სპეციალურად გამოიყენეს, ისევე, როგორც სასამართლო სხდომაზე საკუთარი ღირსების საწინააღმდეგოდ მიცემულმა განმარტებებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ლევანის დამსაქმებელი სააგენტოს და კოლეგა სოციალური მუშაკების დანაშაულებრივი საქმიანობა.

ხატია ნადარეიშვილის განმარტებით, ბავშვები არ აკეთებენ არჩევანს. ისინი, უფრო გაკეთებული არჩევანის დაცვას ახდენენ და როდესაც არასრულწლოვნების წინაშე მოკავშირეობის საკითხი შემოდის, ბავშვები ცდილობენ ბებიის დაცვას. მისი თქმით, თუ სასამართლო ბავშვებს ბებიისგან განაცალკევებს, ბავშვებს უნდა მოვუწოდოთ, რომ მათ ცხოვრებაში რაც მოხდება, არ არის კატასტროფა და საგანგაში. ბებიის გარემოში ბავშვებისთვის სასიკეთო ცვლილებები ვერ ხდება, რადგანაც ბავშვებს აქვთ დამახინჯებული რწმენა. მართალია, ბავშვებს აქვთ დასაბუთებული ბრაზი, ხ. ნადარეიშვილი იძულებული გახდა ჩამოეთვალა მიზეზები, რომელიც მამის მხრიდან ბავშვების განწყობების გამომწვევია, მაგრამ არასრულწლოვნების ნება კვლავ შეძენილ შეხედულებებად მიიჩნია, ვიდრე – ბავშვების თავისუფალ ნებად და პოზიციად. ხ. ნადარეიშვილი აცხადებს, რომ ბავშვების ცხოვრებაში ბებია არის პრობლემა, რადგანაც მის მიმართ არსებობს შეუცვლელობის მითი. მისივე თქმით, ხელოვანი ბავშვის ქცევა განაპირობებს თავისი დის ქცევას, ხოლო ხელოვანი ბავშვის ქცევას განაპირობებს – ბებიის ქცევა.

მისი თქმით, მამის მიმართ წყენა არ არის არგუმენტირებული, შეკითხვაზე: რატომ არ არის მის მიერვე ჩამოთვლილი ფაქტები ამ წყენის გამომწვევი არგუმენტები, საუბარი ბებიის და მამის თერაპიულ კურსზე გადააქვეს. შეკითხვაზე: ერთხელაც რატომ არ დაინტერესდა მამის ექცენტრიული ქცევების გამო ე.წ. ზრუნვის სააგენტო მშობლისგან მოეთხოვა ფსიქოლოგის ან ფსიქიატრიული დასკვნა, როგორც აღნიშნული სასამართლოს წარუდგინა ბავშვების ბებიამ, ხ. ნადარეიშვილი პასუხობს, რომ ე.წ. ზრუნვის სააგენტო ასეთ მომსახურებას არ სწევს. მისივე განმარტებით, შემაკავებელი ორდერის გამოცემა ბავშვებში შესაძლებელია გამოიწვიოს ახალი პროტესტი. სასამართლოს შეკითხვაზე: ბავშვის ძალიან ძლიერი სურვილის წინააღმდეგ წასვლა და მისი შედეგები, რა გავლენის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს, ხ. ნადარეიშვილი განმარტავს, რომ აღნიშნულმა შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა ფორმის პროტესტი: თვითდაზიანებები, სახლიდან გაქცევა, საუბრის შეწყვეტა, საკვების მიღებაზე უარი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ქმედებების გაკეთებაზე უარი, აგრესია, იმ აქტივობების შეწყვეტა, რასაც ბავშვი ახორციელებს. შეკითხვაზე: როდესაც ე.წ. ზრუნვის სააგენტოს ფსიქოლოგი გულლმხურველად ემხრობა მამისთვის 9 თვით შვილების გადაცემას, არსებობს ბავშვების მკვეთრი უარი გარემოს შეცვლაზე, უფიქრია თუ არა ფსიქოლოგს იმაზე, თუ რა შეიძლება გამოიწვიოს შედეგებმა, ან ერთ-ერთი არასრულწლოვნის შემთხვევაში, შესაძლებელია მივიღოთ შეჩერებული შემოქმედებითი საქმიანობა, ხ. ნადარეიშვილი განმარტავს, რომ ბავშვებს უნდა ავუხსნათ, რომ მათ ცხოვრებაში რაც მოხდება, არ არის კატასტროფა და საგანგაშო!

ინგა ნოზაძის განმარტებით, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური მხარს უჭერს შემაკავებელი ორდერის გამოცემას, თუნდაც 1 თვით, რათა მამამ ბავშვებთან ურთიერთობა აღადგინოს. ბავშვების ურთიერთობა მამასთან თანაცხოვრების პერიოდში ნორმალური იყო და მისთვის გაუგებარია, რატომ არ უნდა გაგრძელდეს ამგვარი ურთიერთობები დღესაც. მისი თქმით, იმ პირობებში, როდესაც მამას არ აქვს აკრძალვა ბავშვებთან ურთიერთობა გააჩნდეს, შესაძლებელია, წარსულში ჩადენილი რომელიმე გადაცდომის გამო დღეს ხდებოდეს არგუმენტირება, არსებობდეს მხარეთა შორის ბრალდებები, ასეთი ურთიერთობები თავად ბავშვების სასიცოცხლო ინტერესებს წარმოადგენს. შეკითხვაზე: მისი გამოსვლა და სხვადასხვა შეფასება ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენელი არ იცნობდა საქმის მასალებს და დარაბზში სხვადასხვა სხდომის მიმდინარეობის დროს აკრეფილი ინფორმაციის გენერირებას ახდენდა, ი. ნოზაძემ განაცხადა, რომ საქმის მასალებს დეტალურად არ იცნობდა. შეკითხვაზე: თუ საქმის მასალებს საფუძვლიანად არ იცნობდა, მაშინ რის საფუძველზე აკეთებდა განმარტებას, რომ ბავშვების ურთიერთობა მამასთან თანაცხოვრების პერიოდში ნორმალური იყო, ი. ნოზაძემ განმარტა, რომ ესწრებოდა ბავშვების მოსამართლესთან გასაუბრებას. შეკითხვაზე: სასამართლოს წინაშე, როდესაც ბავშვებმა ადგილის შეცვლაზე რადიკალურად სხვა პოზიცია დაასახელეს, როგორც არასრულწლოვნების ინტერესების დანიშნული დამცველი, თავს უფლებას რატომ აძლევდა, რომ ბავშვების ნების საწინააღმდეგო პოზიციები წარმოედგინა შემაჯამებელ სხდომაზე და წაეშალა ზღვარი სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურსა და სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მოსყიდული სოციალურ მუშაკების პოზიციებს შორის, ი. ნოზაძემ განმარტა, რომ ბავშვების ადვოკატ არჩილ კაიკაციშვილს საერთოდ არ ჰქონდა უფლება სასამართლო სხდომაზე ეთიკურ საკითხებზე ემსჯელა.

ი. ნოზაძემ არჩილ კაიკაციშვილი დაადანაშაულა ბავშვების მამის იურიდიული კონსულტაციის გაწევაში და შემდეგ, ბებიის ადვოკატის რანგში მის წინააღმდეგ საქმის წარმოებაში. ი. ნოზაძეს განემარტა, რომ ასეთი პოზიციის დაფიქსირებაც კი ადასტურებდა საქმის უცოდინობას და მის მიკერძოებას. ი. ნოზაძეს განემარტა, რომ იგი ალბათ გულისხმობდა 2019 წლის ივნისში, ბებიის მიერ მამის მიმართ გაგზვანილი წერილობითი წინადადებების განხილვის მიზნით, მამასთან და მამის ადვოკატთან შეხვედრის ორგანიზებას, სადაც ბავშვების ირგვლივ არსებულ საკითხებზე პოზიციები უნდა დაახლოებულიყო. შეხვედრაზე მამა გამოცხადდა ადვოკატთან ერთად, სადაც ბებია და არჩილ კაიკაციშვილი მზად იყვნენ განეხილათ წინადადებები. შეხვედრის დაწყებიდან რამდენიმე წუთში კი, მამა თავის წარმომადგენელთან ერთად გაიქცა, ვინაიდან საუბარი წარიმართა მისი მხრიდან თავდასხმების ფონზე. ი. ნოზაძემ განმარტა, რომ სწორედ ამ შეხვედრას გულისხმობდა, თუმცა არ იცოდა, თუ როგორ განვითარდა მოვლენები ადგილზე, რაზედაც არჩილ კაიკაციშვილმა განუმარტა, რომ ვიდრე ცილისწამებლურ განცხადებას გააკეთებდა, ჯერ საქმეში კარგად უნდა გარკვეულიყო, რადგანაც სასამართლოს წინაშე აშკარად სახეზე იყო არაკოლეგიალური დამოკიუდებულება. ი. ნოზაძეს მიეთითა, რომ ორდერის დავის ფარგლებში, არასრულწლოვნების მხრიდან სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მიმართ წარდგენილი იქნა განცხადება და იმის გათვალისწინებით, რომ უკვე ადგილი ჰქონდა ე.წ. ზრუნვის სააგენტოს გაყალბებული დასკვნების მომზადებას,  სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის თავიდანვე უნდა სცოდნოდა ბავშვების ერთმნიშვნელოვანი პოზიცია ადგილის შეცვლის საკითხზე, რაც დანიშნული წარმომადგენლის მხრიდან უგულვებელყოფილი იქნა და ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის ბავშვების ინტერესების დამცველად დანიშნული იურისტიც, მისი ქცევებისა და ქმედებების მხედველობაში მიღებით, მამის ოჯახის მხრიდან დაკვეთილი პოზიციების შექმნაში მონაწილე აღმოჩნდა.

სასამართლოს შემაჯამებელ სხდომაზე, პოზიციები გამოთქვეს, როგორც მამამ, მისმა წარმომადგენელმა თეა თადაშვილმა, ასევე ბებიის ადვოკატმა არჩილ კაიკაციშვილმა. როგორც მამამ განაცხადა, ბებია მარადიული არ არის, ასაკშია და უუნარო. ამიტომ, ბავშვები ნელ-ნელა უნდა მიეჩვიოს მამასთან ინტეგრირებას და ვინაიდან მას ეზღუდება შვილებთან ურთიერთობა, სიძის – პროკურორ ზაზა კვირკველიას ოჯახი თანხმობას გამოთქვამდა ბავშვები მიეღო და სრული უზრუნველყოფა მოეხდინა. შეკითხვაზე: როდესაც ერთ-ერთი არასრულწლოვანი ხელოვანია და ბებია არის მისი მუსიკალური პედაგოგი, როდესაც მასთან ერთად უშუალო მუშაობით იქმნება ახალი ნაწარმოებები, 9 თვით წყვეტა რას გამოიწვევდა, განაცახდა, რომ თავის შვილს ახალ პედაგოგს დაუქირავებდა! თავის სიტვაში, არჩილ კაიკაციშვილმა დეტალურად აღწერა დავის ისტორია და ისაუბრა ფაქტებზე, რომელიც მამას გააჩნდა ბავშვებთან თანაცხოვრების და თანაცხოვრების შემდგომ პერიოდში. არჩილ კაიკაციშვილმა განმარტა, რომ პრობლემის მოგვარებას ვერავითარი ფსიქო-თერაპია ვერ მოაგვარებდა და მამას ბავშვების ყველა მოთხოვნაზე თანხმობით უნდა დაეწყო ხიდჩატეხილობის მოგვარება. მაგალითად, გაუგებარი ხდებოდა, რატომ ამბობდა მამა ბავშვის საზღვარგარეთ გამგზავრებებზე უარს, რაც იწვევდა არასრულწლოვნების პროტესტს და შემდეგ წუხული იმაზე, რომ ბავშვები აღმოჩდნენ გაუცხოებულები, ვერავითარ რაციონალურ ახსნაში არ ჯდებოდა. ამასთან, ბავშვები უკუდურესად უარყოფითად აღიქვამდნენ მათი აზრის მიმართ უპატივცემულობას, მათი ნების ინტერპრეტაციას, ე.წ. ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენლების მხრიდან ბრაზის გამომწვევი რეალური საფუძვლების მიჩქმალვას და ბებიის უსაფუძვლო დადანაშაულებას. არჩილ კაიკაციშვილმა მამას შესთავაზა, რომ გადაედო ყველა ინტერესი და დიალოგი მასთან გაემართა, თუ როგორ უნდა დასრულებულიყო კონფლიქტი, რაზეც მამამ განაცხადა, რომ არჩილ კაიკაციშვილს არასოდეს დაელაპარაკებოდა.

სასამართლოს შემაჯამებელ სხდომაზე სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენლებმა ცილისწამება უწოდეს საქმის ირგვლივ მათი საქმიანობის მიმართ არსებულ საჯარო განცხადებებს, რაზეც არჩილ კაიკაციშვილმა განმარტა, რომ ადგილი აქვს არა ცილისწამებას, არამედ მასშტაბურ მხილებას და საზოგადოება ვალდებულია იცოდეს სიმართლე. მარიამ ცხვედიანი და ნინო იობაშვილი დაინტერესდნენ, არჩილ კაიკაციშვილი რატომ ადარებდა მათ საქმიანობას დასახელებული დავის ფარგლებში მარიამ ჩოლოიანის საქმეს და რას ნიშნავდა გამონათქვამი, რომ მის მსგავსად დაასრულებდნენ გამყალბებელი სოციალური მუშაკები საქმიანობასაც, რაზედაც არჩილ კაიკაციშვილმა გამარტა, რომ მარიამ ჩოლიანის ქეისი კარგი მაგალითია, თუ როგორ არ უნდა იქცეოდეს საჯარო უფლებამოსილებით აღჭურველი მოხელე, როდესაც ბავშვის ინტერესების ჭეშმარიტ დაცვასთან აქვს საქმე. ყველა, ვინც კანონსაწინააღმდეგოდ მოიქცევა, დაასრულებს ისე, როგორც დაასრულა ყოფილმა პროკურორმა, ნინო იობაშვილისა და მარიამ ცხვედიანის, მასთან ერთად, ყველა სხვა პირის საქმიანობა კი დანაშაულის ნიშნებს ატარებდა, მხილებული იქნენ კორუფციასა და ფარულ გარიგებებში მამის მხარესთან და ყველა ძალისხმევა მიემართებოდა იმისკენ, რომ ისინი კანონს დაესაჯა. არჩილ კაიკაციშვილის განმარტებით, საჭირო იყო ე.წ. ზრუნვის სააგენტოს კორუფციისგან ხსნა, კონკრეტული შემსრულებელი მუშაკების გამოვლენა და სამართლებრივი პასუხისმგებლობა. მისი თქმით, ეს არის უკომპომისო პოზიცია და პროფესიული საზოგადოება ერთად დადგება უღირსი მოხელეების წინააღმდეგ და ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების დასაცავად.

საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, მოქმედი პროკურორი ზაზა კვირკველია თანხმობას გამოთქვამდა ბავშვების მიღებისთვის. 2022 წლის 24 იანვარს, მრავალწლიანი დუმილის შემდეგ, ფარული და კორუფციული შეთანხმებების ზედაპირზე გამოვლენის გამო, საზოგადოებამ მოისმინა ბავშვების ბებიის ოჯახისა და „ახალგაზრდა ადვოკატების“ ერთობლივი განცხადება, რომლითაც ორი სოციალური მუშაკი მოქმედი პროკურორის მფარველობაში იქნა მხილებული. სწორედ ამ დღეს, საჯარო განცხადებიდან რამდენიმე საათში, ე.წ. ზრუნვის სააგენტომ მიიღო სამართალდამრღვევის ოქმი, რომლითაც ბებია დაისაჯა და დაჯარიმდა 500 ლარით. სამართალდამრღვევის ოქმში აღნიშნულია, რომ შემთხვევა შეეხება „ზეგავლენაში მამასთან ურთიერთობის საკითხს“ (სტილი დაცულია) და რომ აღნიშნული გამოვლინდა 2021 წლის 30 ნოემბერს.

სინამდვილეში, 2021 წლის 30 ნოემბერს ახალგაზრდა კომპოზიტორი მუსიკალურ პედაგოგ ბებიასთან ერთად იმყოფებოდა გერმანიაში. ამასთან, 2021 წლის 30 ნოემბერი კალენდარულად გახლდათ სამშაბათი დღე, ხოლო სასამართლოს დროებითი განკარგულებით, მამას ბავშვების მონახულების უფლება გააჩნია პარასკევსა და კვირას. ამდენად, სამართალდარღვევის ოქმის იურიდიული საფუძვლები, არც ფაქტობრივი მოცემულობა, ბუნებაში არ არსებობდა, რაც კიდევ ერთხელ ტოვებს მყარ საფუძველს, რომ ე.წ. ზრუნვის სააგენტომ 71 წლის ქალბატონი დასაჯა. მხილებისა და სკანდალის შემდეგ, ე.წ. ზრუნვის სააგენტომ სამართალდარღვევის ოქმის ფარგლებში საქმისწარმოება თავისივე ინიციატივით შეწყვიტა.

სასამართლომ საქმის მასალებისა და არასრულწლოვნების შუამდგომლობის საფუძველზე, 2022 წლის 18 იანვარს მიიღო გადაწყვეტილება და სოციალური მუშაკები: ნინო იობაშვილი და მარიამ ცხვედიანი ბავშვებთან გასაუბრების პროცესიდან დარბაზიდან გააძევა, რითაც მათი აცილების თაობაზე, ბავშვების მოთხოვნა დაკმაყოფილდა. მარიამ ცხვედიანმა და ნინო იობაშვილმა მიზანმიმართულად გააყალბებს დოკუმენტებში აღწერილი ფაქტები, რათა შეექმნათ სამართლებრივი საფუძვლები ბავშვების ბებიისგან განცალკევების მოთხოვნის დასმისთვის. საქმის მასალებით დგინდება, რომ ორი სოციალური მუშაკი ფარულ გარიგებებში იმყოფება ბავშვების მამასთან, დასკვნები კი მომზადებული იქნა არასრულწლოვანთა სპეციალიზაციით მოქმედი პროკურორ ზაზა კვირკველიას განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ დასახელებული ავანტიურისტული დავის ფარგლებში, რაც მამამ ფარული შეთანხმებების შედეგად წამოიწყო, მოხდა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მასშტაბური მხილება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები