სალომე სამადაშვილი: ჩვენ ვიზიარებთ აქციის მოთხოვნას დროებითი მთავრობის ფორმირების თაობაზე
პარტია „ლელო“-ს წევრი, სალომე სამადაშვილი პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე, ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ აქციის მთავარი მოთხოვნაა, საქართველომ რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს ევროკავშირის წევრობის სტატუსი.
“მთავარი მოთხოვნა, ისევე – როგორც წინა აქციების დროს, არის ის, რომ ჩვენმა ქვეყანამ რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი, რასაც სჭირდება ფუნდამენტური პოლიტიკური ცვლილება ქვეყანაში, მათ შორის, ჩვენ ვიზიარებთ აქციის მოთხოვნას ეროვნული თანხმობის დროებითი მთავრობის ფორმირების თაობაზე, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს არის გამოსავალი, ერთი მხრივ, დეპოლარიზაციის და, მეორე მხრივ კი, დეოლიგარქიზაციის, რასაც გვთხოვს ევროკავშირი პროგრესისთვის”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.