თბილისის მერია: კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემა შეიცვლება

კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩთან დაკავშირებით, 4 ივლისს, 16:00-დან 22:00 საათამდე უნივერსიტეტის ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილების სქემა შეიცვლება და მოძრაობა დასაშვები იქნება მხოლოდ ერთი მიმართულებით. ამის შესახებ თბილისის მერიის განცხადებაშია აღნიშნული.

მერიის ინფორმაციით, სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ პოლიტკოვსკაიას ქუჩიდან თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით, ხოლო თამარაშვილის ქუჩიდან სატრანსპორტო საშუალებებს უნივერსიტეტის ქუჩაზე შეხვევა შეეზღუდებათ.

“მძღოლები თამარაშვილის ქუჩიდან უნივერსიტეტის ქუჩის მიმართულებით გადაადგილებას შეძლებენ ვაჟა-ფშაველას გამზირისა და სანდრო ეულის ქუჩის გამოყენებით. უნივერსიტეტის ქუჩიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება დანელიას ქუჩის მიმართულებით, ხოლო დანელიას ქუჩიდან სატრანსპორტო საშუალებები მხოლოდ თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ.

საზოგადოებრივ ტრანსპორტს აღნიშნული შეზღუდვები არ შეეხება და დადგენილი სქემით გადაადგილდება”, – ნათქვამია განცხადდებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები