დმიტრო კულება აცხადებს, რომ უკრაინამ რუსეთის მიერ გენოციდის შესახებ კონვენციის დარღვევასთან დაკავშირებით გაეროს საერთაშორისო სასამართლოს მიმართა
უკრაინამ რუსეთის მიერ გენოციდის შესახებ კონვენციის დარღვევასთან დაკავშირებით გაეროს საერთაშორისო სასამართლოს მიმართა.
ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულებამ „ტვიტერზე“ წერს.
„დღეს უკრაინამ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში მემორანდუმი წარადგინა. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია გენოციდის შესახებ კონვენცია იმით, რომ ამართლებს საკუთარ სამხედრო აგრესიას „გენოციდში“ უკრაინის უსაფუძვლო ბრალდებებით. რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება და მის მიერ მიყენებული ზიანის გადახდა მნიშვნელოვანი ნაბიჯია“, – წერს კულება.