უკრაინა სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობას წყვეტს
უკრაინა სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობას მას შემდეგ წყვეტს, რაც დამასკომ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ.სახალხო რესპუბლიკების ე.წ. დამოუკიდებლობას აღიარების შესახებ განაცხადა.
ამის შესახებ უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი.
„გადაწყვეტილებას უკრაინის წინააღმდეგ გადადგმულ არამეგობრულ აქტად განვიხილავთ, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფად, უკრაინის კანონმდებლობის, გაერო-ს წესდების და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უხეშ დარღვევად“, – ნათქვამია განცხადებაში.
ასევე, უკრაინა იწყებს სირიისთვის სავაჭრო ემბარგოს დაწესების პროცედურას, სხვა სანქციებს დაწესებას იურიდიული და ფიზიკური პირების წინააღმდეგ.
აღსანიშნავია, რომ სირია ის ქვეყანაა, რომელმაც რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და ე.წ.სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა. საპასუხოდ, თბილისმა სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა.