გია ვოლსკი: არ ვიცი, რამდენად რეალურია, რომ „სირცხვილია“ მოსკოვიდან კონტროლდება, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ მაქარაშვილი იყო პუტინის უახლოესი მეგობრის პრესმდივანი

“არ ვიცი, რამდენად რეალურია, რომ „სირცხვილია“ მოსკოვიდან კონტროლდება, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ მაქარაშვილი იყო პუტინის უახლოესი მეგობრის პრესმდივანი”,- ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ვოლსკი “სირცხვილიას“ Facebook-გვერდის ადმინების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, გვერდს რუსეთიდანაც მართავენ.

მისივე თქმით, ინფორმაციის სიზუსტე მას არ გაუკვირდება.

“მე არ ვიცი, რამდენად რეალურია, რომ „სირცხვილია“ მოსკოვიდან კონტროლდება. ზუსტად ვიცი, რომ მაქარაშვილი იყო მინდია გულუას პრესმდივანი, რომელიც პუტინის უახლოესი მეგობარია და საკმაოდ დიდი პოლიტიკური ამბიციები ჰქონდა და ალბათ აქვს კიდევაც. „ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე და მისი ოჯახის წევრები რუსეთის მოქალაქეები არიან. არც ის დავივიწყოთ, რომ საკმაოდ სოლიდური თანხები ერიცხება ერთ-ერთი ლიდერის ოჯახს რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან. არც ის გამიკვირდება, რომ ეს ინფორმაცია ზუსტი იყოს“, – აცხადებს ვოლსკი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები