გია ვოლსკი: FSB-ს სახელმძღვანელოები ალბათ წაკითხული აქვს საზოგადოებას, რომელიც ქვეყანას ომში ჩართვისკენ მოუწოდებს – დაწყებული მარგველაშვილით, უკრაინის მაღალჩინოსნებით დამთავრებული

ვინც მოგვიწოდებს, გავხსნათ მეორე ფრონტი, ასეთი ადამიანი ბევრია – ზოგი პირდაპირ მოგვიწოდებს, ზოგი – ირიბად, ამის სია არსებობს და ისინი სწორედაც რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში დესტაბილიზაცია რუსეთის და “ნაციონალური მოძრაობის” ინტერესებშია.

“FSB-ს სახელმძღვანელოები ალბათ წაკითხული აქვს იმ საზოგადოებას, რომელიც საქართველოს საომარ მოქმედებებში ჩართვისკენ პირდაპირ მოუწოდებს. მაქვს ძალიან გრძელი სია, რომელიც შემიძლია წარმოგიდგინოთ – დაწყებული გიორგი მარგველაშვილით, უკრაინის მაღალჩინოსნებით დამთავრებული, რომლებიც პირდაპირ მოუწოდებენ საქართველოს, საომარ მოქმედებებში ჩაერთონ.

ყველა ადამიანი, ვინც მოგვიწოდებს, გავხსნათ მეორე ფრონტი, ასეთი ადამიანი ბევრია – ზოგი პირდაპირ მოგვიწოდებს, ზოგი – ირიბად, ამის სია არსებობს და ისინი სწორედაც რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებენ. რუსეთს არაფრად უღირსს გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც მისთვის ჩვეულებრივი ნორმაა – რეგიონზე აგრესია განახორციელოს, სადაც პოზიციების გაძლიერებას გადაწყვეტს. საქართველოში დესტაბილიზაცია რუსეთის და “ნაციონალური მოძრაობის” ინტერესებშია.

FSB-ს სახელმძღვანელოებით ხელმძღვანელობის ბრალდების წაყენება თუ ვინმესთვის შეიძლება, ეს ის ხალხია, ვინც იმისკენ მოგვიწოდებს, რომ ხელში იარაღი ავიღოთ და საომარ მოქმედებებში ჩავერთოთ. დაგიდასტურებთ ადამიანები, ვინც დღეს ჩართული არის სახელმწიფოს წინააღმდეგ აქციების ორგანიზებაში და რომელთაც ძალიან მყარი მხარდაჭერა აღმოუჩინა ევროპარლამენტმა თავისი რეზოლუციით, იმ ადამიანების მხარდაჭერა ევროპარლამენტარების მიერ ვინც ომისკენ მოუწოდებდა, გარკვეულ ეჭვებს აღძრავს – აქ არაფერ შუაშია არც სუბარი, არ ხუნდაძე და არც ყაველაშვილი. საზოგადოებაში თავისუფლად შეიძლება გაიგოთ ეს აზრი – ადამიანებს უნდათ ომი და ამ ადამიანებს მხარს უჭერს ევროპარლამენტის რეზოლუცია”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები