მედვედევი: რუსთის წინააღმდეგ სანქციები შეიძლება, ჩაითვალოს აგრესიის აქტად, საპასუხოდ კი ჩნდება თავდაცვის უფლება
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ გარკვეულ პირობებში რუსთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები შეიძლება, ჩაითვალოს საერთაშორისო აგრესიის აქტად, საპასუხოდ კი ჩნდება თავდაცვის უფლება.
ამის შესახებ მან სანქტ-პეტერბურგში საერთაშორისო იურიდიულ ფორუმზე განაცხადა.
მისი თქმით, „რუსეთის წინააღმდეგ ცალმხრივი შემზღუდავი ზომების უხამსი და ცინიკური პრაქტიკა, რომლის უკანონობაც არაერთხელ იქნა ხაზგასმული ყველა დონეზე, როგორც თავად ჩვენი ოპონენტები ამბობენ, ეკონომიკური ომის გამოცხადებას ემსგავსება“.
„კიდევ ერთხელ მინდა, აღვნიშნო, რომ გარკვეულ ვითარებაში ასეთი მტრული ზომები შეიძლება, კვალიფიცირებული იყოს, როგორც საერთაშორისო აგრესიის აქტი და თუნდაც casus belli. მათ საპასუხოდ სახელმწიფოს აქვს ინდივიდუალური და კოლექტიური თავდაცვის უფლება,“ – აღნიშნა მედვედევმა.