უკრაინაში რუსეთის შეჭრას 341 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას 341 ბავშვის სიცოცხლე შეეწირა, 631-ზე მეტი დაიჭრა.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურის ოფისი ავრცელებს.

ამავე სტატისტიკის მიხედვით, 972-ზე მეტი ბავშვი დაზარალდა.

აღინიშნება, რომ რიცხვი საბოლოო არ არის, რადგან საბრძოლო მოქმედებების რაიონებში მსხვერპლის აღრიცხვა შეუძლებელია.

ყველაზე მეტი დაზარალებული ბავშვია დონეცკის ოლქში – 338; ხარკოვში – 185; კიევში – 116; ჩერნიგოვში – 68; ლუგანსკში – 60; მიკოლაევში – 53; ხერსონში – 52; ზაპოროჟიეში – 31.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები