ავსტრიაში მეწყერის შედეგებს ებრძვიან – არის მსხვერპლი

ავსტრიაში, კარინთიის მთიან რეგიონში გადაუღებელი წვიმების შედეგად მდინარეები ადიდდა. წვიმამ ასევე მეწყერი გამოიწვია.

ამის შესახებ The Local-ი წერს.

სტიქიური უბედურების შედეგად, სამი სოფელი გარესამყაროს მთლიანად არის მოწყვეტილი.

სამხედროები და მეხანძრეები ქუჩების გასუფთავებას ცდილობენ, რომ სოფლებთან წვდომა ჰქონდეთ.

როგორც ,,წითელი ჯვრის,, წარმომადგენელმა, მელანი რეიტერმა თქვა, ამჟამად, ერთი დაღუპულის შესახებ არის ცნობილი. ასევე, მისი ინფორმაციით, ერთ დაკარგულსაც ეძებენ.

რაიონის ხელმძღვანელმა, ბერნდ რიპანმა თქვა, რომ ბევრი სახლი ნაწილობრივ ტალახით არის დაფარული, თუმცა, ასეთი სახლების ზუსტი რაოდენობა ჯერ უცნობია.

“რამდენიმე ფრონტზე ვიბრძვით. რამდენიმე ვერტმფრენი გავაგზავნეთ, მაგრამ ზოგიერთი ფერმა ძალიან შორს არის და მათთან მისვლა ჯერ ვერ ხერხდება”, – თქვა რიპანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები