საფრანგეთის ელჩი საქართველოში: მადლობა საპოლიციო ძალებს შესანიშნავად გაწეული სამსახურისა და ღონისძიების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის

საფრანგეთის ელჩი საქართველოში, დიეგო კოლასი “თბილისი პრაიდის” კვირეულის ფარგლებში გუშინ გამართულ პირველ ღონისძიებას – კინოჩვენებას ეხმაურება.

კოლასი ყურადღებას ამახვილებს საპოლიციო ძალების მობილიზებაზე და ღონისძიების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ქართველ სამართალდამცველებს მადლობას უხდის.

„კარგი კოლეგები, შესანიშნავი საღამო, ჩინებული ფილმი და ღონისძიება. მადლობა „თბილისი პრაიდს“ თავისუფლების ასეთი ზეიმისთვის, ბრძოლისა და ფუნდამენტური უფლებებისთვის. მადლობა საპოლიციო ძალებს შესანიშნავად გაწეული სამსახურისა და ღონისძიების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის”, – წერს საფრანგეთის ელჩი საქართველოში, დიეგო კოლასი “ტვიტერზე”.

თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში, გუშინ კლუბ “ხიდში” პირველი ღონისძიება გაიმართა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები