OECD-მ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღიარა

   პარიზში ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) საგადასახადო საკითხებში გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის ექსპერტთა ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, სადაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული საქართველოს საკანონმდებლო ბაზის შეფასების პირველი ფაზის ანგარიში განიხილეს.
ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს საკანონმდებლო ბაზის შეფასების ანგარიში OECD-ს გლობალური ფორუმის მონაწილე წევრი სახელმწიფოების ექსპერტთა ჯგუფის მიერ ერთხმად იქნა დამტკიცებული და აღიარებულ იქნა, რომ საგადასახადო საკითხებში გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა საერთაშორისო სტანდარტებს სრულად შეესაბამება.
აღნიშნული ანგარიშის მომზადების მიზნით 2013-2014 წლებში გლობალ ფორუმის ექსპერტების მიერ აქტიურად მიმდინარეობდა საქართველოს საკანონმდებლო ბაზის შესწავლა. გლობალური ფორუმი შეიქმნა OECD-ის ეგიდით 2000 წელს და აღნიშნული ორგანიზაციის ძირითადი მიზანია საგადასახადო გამჭირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის უზრუნველყოფა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები