„ყურადღებით ვაკვირდებით ყველა მოვლენას დნესტრისპირეთში და ვერ ვხედავთ საფრთხეებს“ – მაია სანდუ

მოლდოვის მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ არაღიარებული დნესტრისპირეთი უკრაინას არ დაემუქროს, – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ყველა მოვლენას დნესტრისპირეთში და ვერ ვხედავთ საფრთხეებს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ამ სეპარატისტულმა რეგიონმა არ შეუქმნას საფრთხე უკრაინასა და მოლდოვას. უკრაინამ და მოლდოვამ უნდა განაგრძონ რეგულარული დიალოგი უსაფრთხოების საკითხებზე უსაფრთხოების საკითხებზე, რომლებსაც გავლენა აქვთ ჩვენს სახელმწიფოებზე. ჩვენ შევთანხმდით ერთად მუშაობაზე სტაბილურობის შესანარჩუნებლად და პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად“, – განაცხადა მაია სანდუმ.

ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ შეშფოთების რაიმე მიზეზი გამოჩნდება, მოლდოვა შესაბამის ზომებს მიიღებს და პარტნიორებს აცნობებს.

თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა უპასუხებს არაღიარებული დნესტრისპირეთის ტერიტორიიდან დარტყმის მცდელობებს.

ამავდროულად, სახელმწიფოს მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ პრიდნესტროვიეში დესტაბილიზაცია არ მოხდეს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები