ბორის ჯონსონი: კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე მომხდარმა თავდასხმამ, კიდევ ერთხელ აჩვენა პუტინის სისასტიკისა და ბარბაროსობის სიღრმე

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, უკრაინის ქალაქ კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე მომხდარმა თავდასხმამ, კიდევ ერთხელ აჩვენა სისასტიკისა და ბარბაროსობის სიღრმე, რომელშიც ჩაძირულია რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.

ამის შესახებ CNN-ი დიდი ბრიტანეთის საინფორმაციო სააგენტო PA-ზე დაყრდნობით იუწყება.

„კიდევ ერთხელ, ჩვენი ფიქრები უკრაინაში უდანაშაულო მსხვერპლთა ოჯახებთანაა. პუტინმა უნდა გააცნობიეროს, რომ მისი საქციელი გააძლიერებს უკრაინას და G7-ის ყველა სხვა ქვეყნის გადაწყვეტილებას, დადგეს უკრაინის გვერდით იმდენი ხნით, რამდენიც საჭირო იქნება“, – განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა პოლტავას ოლქში, კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრი დაბომბეს, რომელშიც 1 000-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. ბოლო მონაცემებით, ოკუპანტების იერიშის შედეგად, გარდაცვლილია 10, ხოლო დაშავებულია 40 ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები