ხარკოვში ოკუპანტების დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა
უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, რუსული ძალების მიერ ხარკოვის გარეუბანში მდებარე ტერიტორიის განახლებული დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა.
რუსეთის მერიის ოფისისა და რეგიონალური ადმინისტრაციის ცნობით, რუსულმა არტილერიამ დაარტყა ჩრდილოეთ სალტივკას, საცხოვრებელ ზონას ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთით.
ოფიციალური პირების თქმით, დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება.