Agence France-Presse: ზელენსკიმ „დიდი შვიდეულის“ ლიდერებს განუცხადა, რომ ახლა რუსეთთან მოლაპარაკებების დრო არ არის
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „დიდი შვიდეულის“ ლიდერებს განუცხადა, რომ ახლა რუსეთთან მოლაპარაკებების დრო არ არის.
აღნიშნულის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სააგენტო Agence France-Presse-თან საუბარში განაცხადა.
„პრეზიდენტმა ზელენსკიმ ყველას ძალიან მკაფიო პასუხი გასცა: რომ ახლა არ არის [რუსეთთან] მოლაპარაკებების დრო, რომ უკრაინა მოლაპარაკებებს მაშინ აწარმოებს, როდესაც ამის საშუალება ექნება, ანუ როდესაც ძლიერ პოზიციას აღადგენს“, – აცხადებენ საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.