“ეს იქნება სილა, მაგრამ ჩვენ დარტყმით ვუპასუხებთ” – ზელენსკი დნესტრისპირეთიდან მომდინარე შესაძლო საფრთხეზე

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დნესტრისპირეთს სერიოზულ საფრთხედ არ განიხილავს, მაგრამ მან თქვა, რომ აგრესიულ ქმედებებზე უკრაინას საპასუხო რეაქცია ექნება.

ამის შესახებ მან კიევში მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეს ჩვენ რისკების საკითხი დავაყენეთ. თუ ისინი იარსებებენ, მიმაჩნია, რომ ეს იქნება გლობალური შეცდომა. რაღაც სიგნალებს ვიღებთ, ძალიან არასასიამოვნოს. მაგრამ მოლდოვის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ეს ჩვენთვის დარტყმა არ იქნება, არამედ – სილის გაწნა, სილის გაწნას კი ჩვენ საპასუხო დარტყმით ვუპასუხებთ”, – თქვა ზელენსკიმ.

მან იმედი გამოთქვა, რომ მოლდოვაში დესტაბილიზაცია არ მოხდება და ხაზგასმით აღნიშნა: „ყველა ასეთი შემთხვევა გაზვიადებულია და რუსეთიდან მომდინარეობს“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები