ნატო აღმოსავლეთ ფლანგზე საბრძოლო ჯგუფებს ბრიგადების დონემდე გაზრდის
მადრიდის სამიტზე ნატო-ს ლიდერები აღმოსავლეთ ფლანგზე სამხედროების რაოდენობის გაზრდის გადაწყვეტილებას შეათანხმებენ, – განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე.
“სამიტზე ჩვენს თავდაცვას გავაძლიერებთ. ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში საბრძოლო ჯგუფებს ბრიგადების დონემდე გავზრდით. ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალების რაოდენობას 300 000-მდე გაიზრდება”, – თქვა სტოლტენბერგმა.
მისი განმარტებით, ბრიგადის დონეზე გაფართოება არ მოხდება აღმოსავლეთის 8-ვე ქვეყანაში, არამედ – მხოლოდ ზოგიერთ ქვეყანაში, რადგან ”სხვადასხვა ქვეყანას განსხვავებული საჭიროებები აქვს”.
მისივე თქმით, ასევე გაიზრდება ნატოს უნარი უპასუხოს კრიზისებსა და კონფლიქტებს, მათ შორის იარაღის წინასწარ განლაგებას.
„იქნება თავდაცვის მეტი სისტემები, როგორიც არის საჰაერო თავდაცვის სისტემები, ბრძანებისა და კონტროლის გაძლიერება“, – დასძინა გენერალურმა მდივანმა.