კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა

კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ ბაკურციხე-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი მანქანა შეეჯახა. დაშავებულებიდან 9 უცხოელი ტურისტია, 1 მძღოლი და ერთიც გიდი. ისინი მიკროავტობუსით კახეთს სტუმრობდნენ.

სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაშავებულები გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსის კლინიკაში გადაიყვნა.

ექიმის თქმით, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა შედარებით მძიმეა ერთი დაშავებულის მდგომარეობა, რომელიც ავტომობილში იმყოფებოდა.

ადგილზე სამაშველო ჯგუფი და პოლიცია იყო მობილიზებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები