უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში, სლოვაკეთში, პორტუგალიაში, ირანსა და ლიბანში.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, უკრაინის სახელმწიფო მეთაურის ოფიციალურ ვებგვერდზე აღნიშნულის შესახებ არაერთი განკარგულება გამოქვეყნდა.
პრეზიდენტის ბრძანებულება ითვალისწინებს სერგეი ბურდილიაკის გათავისუფლებას ირანში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობიდან. ამასთან, იგორ დოლგოვის გათავისუფლებას საქართველოში უკრაინის ელჩის თანამდებობიდან. გარდა ამისა, დადგენილების თანახმად, თანამდებობებიდან გაათავისუფლეს სლოვაკეთში უკრაინის დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იური მუშკა, პორტუგალიაში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ინა ოგნივეტსი და ლიბანში უკრაინის ელჩი იგორ ოსტაში.