Financial Times: “მაიმუნის ყვავილის” მუტაცია დაჩქარდა

“მაიმუნის ყვავილის” ვირუსს, სავარაუდოდ, იმაზე უფრო მეტი მუტაცია აქვს, ვიდრე მოსალოდნელი იყო”, – წერს Financial Times სამეცნიერო ნაშრომზე დაყრდნობით.

აღინიშნება, რომ ვირუსის გავრცელება გამოწვეულია აფეთქებით, რომელიც ბევრად მეტ მუტაციას წარმოადგენს, ვიდრე ამ ტიპის ვირუსისგან იყო მოსალოდნელი.

როგორც პორტუგალიის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის კვლევის ერთ-ერთმა მონაწილემ თქვა, მეცნიერებისთვის სრული მოულოდნელობა იყო 2022 წელს “მაიმუნის ყვავილის” ვირუსში ასეთი დიდი რაოდენობის მუტაციების აღმოჩენა.

გაზეთის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი ტიპის ვირუსები საკმაოდ სტაბილურია, მეცნიერთა ჯგუფმა დაახლოებით 50 მუტაცია აღმოაჩინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები