სამტრედიის მე-11 საჯარო სკოლის პროექტ ” ჩვენი სკოლა მდგრადი განვითარებისთვის” წევრები მუნიციპალიტეტის მერს შეხვდნენ
დღეს, სამტრედიის მე-11 საჯარო სკოლის პროექტ ” ჩვენი სკოლა მდგრადი განვითარებისთვის” წევრები მუნიციპალიტეტის მერს, დავით ბახტაძეს და მერიის კულტურის სამსახურის უფროს ნატალია მანჯგალაძეს შეხვდნენ.
პროექტის მიზანს სკოლისთვის სხვადასხვა მიმართულებით სასარგებლო აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება წარმოადგენს.
შეხვედრაზე მე-11 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა პროექტის ირგვლივ და დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრეს.
მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ პროექტის ავტორებს იდეებში და აქტივობების დაგეგმვაში სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.