არჩილ თალაკვაძე: ვეტო მიღებული იყო არა კონკრეტული შენიშვნების გამო, არამედ ეს იყო პოლიტიკური ჟესტი

ვეტო მიღებული იყო არა კონკრეტული შენიშვნების და კრიტიკული არგუმენტების გამო, არამედ ეს ვეტო არის პოლიტიკური ჟესტი, – ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, რომელმაც ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტო დაადო.

მისივე თქმით, თუ ვეტოსთან ერთად კანონზე არსებითი არგუმენტები არ იქნება წარმოდგენილი, უმრავლესობა კენჭს უყრის ვეტოს დაძლევას.

“თუ ვეტოსთან ერთად არსებითი შენიშვნები და არგუმენტები არ იქნება წარმოდგენილი თავად კანონთან დაკავშირებით, ჩვენ ვეტოს დაძლევას ვუყრით კენჭს. ეს კანონი იყო მიღებული ფართო კონსულტაციებით, ის სჭირდებოდა საქართველოს უსაფრთხოებას, ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოებას”, – განაცხადა თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები