არჩილ თალაკვაძე: რადიკალურმა ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ყოფილიყო დაპირისპირების ფონი და არა – პრემიერის საქმიანი ანგარიშის მოსმენა, რაც მიზანმიმართული პროვოკაციაა

“პრემიერმინისტრის ანგარიშის მოსმენის დროს რადიკალურმა ოპოზიციამ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ ეს ყოფილიყო არა პრემიერის საქმიანი ანგარიშის მოსმენა, არამედ ყოფილიყო ხმაურის და დაპირისპირების ფონი”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, ირაკლი ღარიბაშვილმა ყველა ცილისწამებას უპასუხა და საზოგადოებას გუშინ საკუთარი ანგარიში ყველა სექტორის მიმართულებით წარუდგინა.

“ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია საკუთარი ქვეყნის და მისი ევროპული მომავლის წინააღმდეგ, რაც გუშინ რადიკალურმა ოპოზიციამ გააკეთა. თუმცა, პრემიერმა, როგორც პოლიტიკურმა ლიდერმა, გასცა პასუხები ამ პროვოკაციას, გასცა პასუხები იმ ბინძურ ცილისწამებას და განცხადებებს, რომელიც გუშინ მოვისმინეთ სხდომაზე და საკუთარი ანგარიში ყველა სექტორის მიმართულებით წარუდგინა საზოგადოებას”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები