არჩილ თალაკვაძე: რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები საკუთარი ქვეყნის ოპონენტები გახდნენ, მაგრამ არავის გაუმარჯვია საკუთარი ქვეყნის ხარჯზე

“რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები საკუთარი ქვეყნის ოპონენტები გახდნენ, მაგრამ არავის გაუმარჯვია საკუთარი ქვეყნის ხარჯზე, არავის მოუგია საკუთარ ქვეყანასთან ასეთი უსინდისო ბრძოლა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არც მიხეილ სააკაშვილია დემოკრატიის შუქურა და ადამიანის უფლებების გარანტი და არც ნიკა გვარამიაა თავისუფალი მედია.

„არცერთი ევროპარლამენტარის გამართლება არ სჭირდება იმას, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ორი თვე არათუ ევროდერეფნებში დადიოდნენ და საკუთარ ქვეყანას ბლოკავდნენ კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, არამედ ეთერებში, მათ შორის, საერთაშორისო მედიების ეთერებში ისხდნენ და ამტკიცებდნენ, რომ საქართველო არ იმსახურებს სტატუსს. თქვენც ხომ იცით, როცა პარლამენტში  საკითხი დადგა, უჭერს თუ სტატუსის მინიჭებას უპირობოდ მხარს, უარყოფითი დამოკიდებულება აჩვენეს, რომ ქვეყანამ არ უნდა მიიღოს სტატუსი, რა განცხადებები უშველის იმას, რაც საზოგადოებამ ნათლად დაინახა. არც მიხეილ სააკაშვილია დემოკრატიის შუქურა და ადამიანის უფლებების გარანტი და არც ნიკა გვარამიაა თავისუფალი მედია. ევროკავშირში მიმდინარე დისკუსიებში ბოლო დღეებში საერთოდ არ მიიჩნევა ეს საკითხები საქართველოსთვის სტრატეგიულ საკითხებად, ერთადერთი ვინც ცდილობს მედიის ზედაპირზე ეს ამოიტანოს, არის “ნაციონალური მოძრაობა” და მიერ მიერ მართული მედია”, – განაცხადა თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები