მაიამის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე თვითმფრინავს, რომელშიც 126 ადამიანი იმყოფებოდა, ცეცხლი გაუჩნდა.
CBS News-ის ცნობით, ინციდენტის შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა.
მედიის ინფორმაციით, ავიაკომპანია Red Air-მა რეისი დომინიკის რესპუბლიკის Las Américas საერთაშორისო აეროპორტიდან შეასრულა.
როგორც ფედერალურ საავიაციო ადმინისტრაციაში განაცხადეს, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ტექნიკური ნაწილის მოშლა გახდა, შემდგომ ცეცხლი ერთ-ერთ ფრთას გაუჩნდა. მეხანძრეებმა ცეცხლის ჩასაქრობად ქაფის სატვირთო მანქანები გამოიყენეს.