გივი მიქანაძე სტრასბურგში ევროპის საბჭოს ახალგაზრდული დეპარტამენტის ხელმძღვანელს შეხვდა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გივი მიქანაძე სტრასბურგში ევროპის საბჭოს ახალგაზრდული დეპარტამენტის უფროსს, ანტიე როტემუნდს შეხვდა.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის საქმიანობა და გეგმები ახალგაზრდობის სფეროში.
მათივე ცნობით, შეხვედრისას საუბარი შეეხო კომიტეტის მიერ მიღებული ახალგაზრდობის კონცეფციის განხორციელებას, კომიტეტის მიერ საზედამხედველო ფუნქციის განხორციელებასა და თანამშრომლობას ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან და პარტნიორებთან. შეხვედრისას განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. მხარეები შეთანხმდნენ აქტიურ კომუნიკაციასა და ინფორმაციის რეგულარულ გაცვლაზე.