საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე მუხლობრივად, მეორე მოსმენით იმსჯელა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, როგორც სახელმწიფო ორგანოებს, ასევე, იმ საწარმოებს, რომლებიც შექმნილია სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით, შესაძლებლობა მიეცემათ „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონით განსაზღვრულ საინვესტიციო ფონდებში ინვესტირებით მიიღონ მონაწილეობა.

სახელმწიფოს ჩართულობით გაიზრდება კერძო სექტორის კაპიტალის მობილიზება ამ დარგში.

ერთ-ერთი ინიციატორის, ეკა სეფაშვილის ინფორმაციით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან.

„საინვესტიციო ფონდების ბაზრის განვითარებით, შესაძლებელი იქნება დანაზოგებისა და დაფინანსების დივერსიფიცირება და ეკონომიკაში კაპიტალის ეფექტური ალოკაციის მოხდენა. ეს კი კერძო სექტორს უფრო მდგრადს და, ამასთანავე, გრძელვადიან პერსპექტივაში საბანკო და სახელმწიფო დაფინანსებაზე ნაკლებად დამოკიდებულს გახდის“, – განაცხადა მომხსენებელმა.

კანონპროექტის განხილვა პარლამენტში დაჩქარებული წესით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები