რუსეთის შემადგენლობაში ოკუპირებული ხერსონის შესვლის ე.წ. რეფერენდუმი, სავარაუდოდ, შემოდგომას ჩატარდება

რუსეთის შემადგენლობაში დროებით ოკუპირებული ხერსონის რეგიონის შესვლის ე.წ. რეფერენდუმი, სავარაუდოდ, შემოდგომას ჩატარდება.

ამის შესახებ რეგიონის სამხედრო-სამოქალაქო ე.წ. ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, კირილ სტრემუსოვმა განაცხადა.

„ვემზადებით რეფერენდუმისთვის. საორგანიზაციო საკითხებს ვაგვარებთ. რეფერენდუმის შემდეგ, ჩვენ გავხდებით რუსეთის ფედერაციის სრულუფლებიანი სუბიექტი. ძალიან ცოტა დრო რჩება, რომ თავი დიდი ქვეყნის სრულუფლებიან მოქალაქეებად ვიგრძნოთ. ყირიმის გზას მივყვებით“, – განაცხადა მან.

სტრემუსოვის თქმით, რეგიონში, ე.წ. რეფერენდუმის მომზადებასთან ერთად, უმჯობესდება სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრება, მუშავდება საწარმოები და საბანკო სისტემა, ხელფასები, სოციალური დახმარება და პენსიები რუბლებში გაიცემა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები