ევროკომისიამ სასურსათო კრიზისის მოსაგვარებლად, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრით კიდევ უფრო არის გამწვავებული, ევროპის განვითარების ფონდიდან 600 მილიონ ევროს გამოყოფს.
ამის შესახებ კომისიის პრესსამსახური იტყობინება.
მობილიზებული თანხებით იგეგმება აფრიკისთვის, კარიბის და წყნარი ოკეანის ქვეყნებისთვის მძიმე ჰუმანიტარული დახმარების სახით 150 მილიონ ევროს გადაცემა; მდგრადი წარმოებისა და კვების სისტემების მდგრადობის მხარდასაჭერად გამოიყოფა 350 მილიონი ევრო; ასევე, მაკროეკონომიკური მხარდაჭერის სახით გადაეცემათ 100 მილიონი ევრო.
„რუსეთის აგრესიული ომი მძიმე და უაზრო ზარალის წინაშე აყენებს არა მხოლოდ უკრაინის მოსახლეობას, არამედ – მთელს მსოფლიოში ყველაზე დაუცველებსაც. რუსეთი აგრძელებს მილიონობით ტონა საჭირო მარცვლეულის ბლოკირებას. ჩვენი პარტნიორების დასახმარებლად, ჩვენ ვაგროვებთ დამატებით 600 მილიონ ევროს, რომ თავიდან ავიცილოთ სასურსათო კრიზისი და ეკონომიკური შოკი“, – განაცხადა ევროკომისიის თავმჯდომარემ, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.