მამუკა მდინარაძე: მარგველაშვილი „ნაცმოძრაობას“ უწყობს ხელს, რომელიც ცდილობს, დაამკვიდროს აზრი, თითქოს, სააკაშვილის შეწყალებაზე გადის ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხი

გიორგი მარგველაშვილი „ნაცმოძრაობას“ უწყობს ხელს, რომელიც ცდილობს, დაამკვიდროს ისეთი აზრი, თითქოს, სააკაშვილის შეწყალებაზე გადის ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხი, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ინიციატივას.

მისი თქმით, შეწყალება პრეზიდენტის პრეროგატივაა და მას თავისი პოზიცია უკვე დაფიქსირებული აქვს.

„შეწყალება პრეზიდენტის საქმეა და მას თავისი პოზიცია დაფიქსირებული აქვს. უდავოა, რომ გიორგი მარგველაშვილი ამ შემთხვევაში „ნაცმოძრაობას“ უწყობს ხელს, რომელიც ცდილობს დაამკვიდროს ისეთი აზრი, თითქოს სააკაშვილის შეწყალებაზე გადის ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხი. ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილი არ არიან პოლიტპატიმრები. პოლიტპატიმარია ადამიანი, ვინც პოლიტიკური ინტერესის გამო დააკავეს და უდანაშაულოა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ და მიხეილ სააკაშვილის ის თუ არ გჯერათ, რომ გირგვლიანის საქმეში ჩაერია, უკანონო დაპირებები გასცა, გელაშვილი აცემინა და ა.შ. ისიც არ გჯერათ, რომ საქართველოში კონტეინერით შემოიპარა და ამაშია დამნაშავე?!“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ თუ პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან, ეს არგუმენტი იქნება ევროპელი პარტნიორებისთვის, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით უარი არ გვითხრან.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები