მეტრეველი – დღეს დაგეგმილ აქციაზე: სადაც „ნაცმოძრაობა“ და მისი სატელიტები არიან, იქ რაიმე დასავლურ ღირებულებებზე საუბარი ვერ იქნება

„სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები არიან, იქ რაიმე დასავლურ ღირებულებებზე საუბარი ვერ იქნება“, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ნიკოლოზ მეტრეველმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მეტრეველი დღეს დაგეგმილ აქციას – „შინ ევროპისკენ“ გამოეხმაურა, რომელიც რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ 20:00 საათზე დაიწყება. აქცია „სირცხვილიას“ და სხვა სამოქალაქო მოძრაობების ორგანიზებით იმართება.

„დღევანდელი აქცია ანტიდასავლურია, მას ევროპასა და დემოკრატიასთან არავითარი კავშირი არ აქვს. აქციას ელენე ხოშტარია, მამა-შვილი ბუღაძეები და მათი მსგავსი ხალხი მართავენ. გადახედეთ ბატონ ბუღაძის ბიოგრაფიას, ესაა ცნობილი კომუნისტი, ცნობილი მეხოტბე. რაც შეეხება ელენე ხოშტარიას და ნინო ბურჯანაძეს, მათ საქმიანობას დღეს ყელა კარგად იცნობს, ისინი პირდაპირ რუსეთიდან ფინანსდებიან, რუსულ ინტერესებს ატარებენ. ამიტომ, საზოგადოებას მინდა, ვუთხრა, რომ ამ აქციას დასავლურ ღირებულებებთან არავითარი კავშირი არ აქვს.
„სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები არიან, იქ რაიმე დასავლურ ღირებულებებზე საუბარი ვერ იქნება. ესაა პირდაპირი აქცია, რომლის მცდელობაა ქვეყანაში დესტაბილიზაციის, არეულობის გამოწვევა, რევოლუციურ მუხტზე მათთვის რაიმე შედეგის ნახვა. როგორც ყოველთვის, მათი ეს მცდელობა დღესაც უშედეგოდ დასრულდება“, – განაცხადა მეტრეველმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები