ირაკლი კობახიძე: ოლიგარქები საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც 9 წლის განმავლობაში ძარცვავდნენ მოსახლეობას, მათ წინააღმდეგ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს

„ეს პუნქტი არის შეტანილი სამივე ქვეყნის დათქმებში. ანუ, დათქმები აქვს დაწესებული იგივე მოცულობით უკრაინას და მოლდოვას და იქაც არის ეს პუნქტი მკაფიოდ ნახსენები”, – ამის შესახებ ,,ქართულ ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან,, საუბრისას განაცხადა და ევროკომისიისგან მიერ მიღებული რეკომენდაციების ერთ-ერთ პუნქტზე – „დეოლიგარქიზაციაზე,, ისაუბრა.

„ეს პუნქტი არის შეტანილი სამივე ქვეყნის დათქმებში. ანუ, დათქმები აქვს დაწესებული იგივე მოცულობით უკრაინას და მოლდოვას და იქაც არის ეს პუნქტი მკაფიოდ ნახსენები. ჩვენ ვთქვით, რომ რა თქმა უნდა, ოლიგარქები არიან საქართველოში – ესენი არიან ადამიანები, რომლებიც 9 წლის განმავლობაში ძარცვავდნენ მოსახლეობას და დღესაც ცდილობენ ამ ნაძარცვი ფულით შეინარჩუნონ გავლენები ქართულ პოლიტიკაში. რა თქმა უნდა, ოლიგარქების წინააღმდეგ ბრძოლა არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რომელიც აქვს ჩვენს პოლიტიკურ სისტემას და ეს ბრძოლა უნდა გაგრძელდეს“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები