ნორვეგიამ რუსეთიდან ნედლი ნავთობისა და სხვა ნავთობპროდუქტების იმპორტი აკრძალა – სანქციების მორიგი პაკეტი
ნორვეგიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგი პაკეტი აამოქმედა. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აიკრძალა რუსეთიდან ნედლი ნავთობისა და სხვა ნავთობპროდუქტების იმპორტი.
„მხარს ვუჭერთ ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რათა შენარჩუნდეს ზეწოლა რუსეთის ხელისუფლებასა და ელიტებზე. ამჯერად ვკრძალავთ ნავთობის იმპორტს, რომელიც ზღვით რუსეთიდან ნორვეგიაში შემოდის“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანიკენ ჰუიტფელდტმა.
უწყებაში აცხადებენ, რომ ნედლი ნავთობის და სხვა ნავთობპროდუქტების იმპორტის აკრძალვა დაუყოვნებლივ ამოქმედდა, თუმცა სანქციები შეიცავს გარდამავალ პერიოდებს – 2022 წლის 5 დეკემბერი ნედლი ნავთობისთვის და 2023 წლის 5 თებერვალი – ნავთობპროდუქტებისთვის.