საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ევროკომისიის დღევანდელ გადაწყვეტილებას ეხმაურება.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ევროკავშირის პერსპექტივა არის შუქურა ევროპისკენ მიმავალ რთულ გზაზე.
„ევროპა საქართველოს სახლია. ევროკავშირის პერსპექტივა არის შუქურა ამ სახლისკენ მიმავალ რთულ გზაზე. ჩვენ ვიმედოვნებთ ევროკომისიის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მტკიცე მხარდაჭერას ამ გზაზე“, – წერს შალვა პაპუაშვილი „ტვიტერზე“.
ცნობისთვის, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რეკომენდაციას უწევს საბჭოს, საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა და შემდეგ კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე პირობების შესრულება შეფასდეს.