NOS: ევროკომისია მხარს დაუჭერს უკრაინისა და მოლდოვის კანდიდატურას, საქართველოს კი უარს ეტყვიან
ევროკომისია უკრაინასა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას გასცემს და დამატებით მოთხოვნებს წარადგენს, ხოლო საქართველოს უარს ეტყვის.
ამის შესახებ ნიდერლანდური გამოცემა – NOS “სანდო წყაროზე” დაყრდნობით წერს.
აღნიშნულია, რომ ევროკომისია უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას გასცემს კანონის უზენაესობის უზრუნველყოფისა და კორუფციასთან ბრძოლის პირობის დათქმით.
NOS წერს, რომ, ამავდროულად, უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება პოლიტიკური სიგნალია, რომელიც წევრი ქვეყნების უმეტესობას კიევს უგზავნის.
კანდიდატის სტატუსის მინიჭების სანაცვლოდ მოლდოვასთვის კიდევ უფრო მეტი პირობა ექნება წაყენებული მოლაპარაკების დაწყებამდე.
რაც შეეხება საქართველოს, ევროკომისია რეკომენდაციას გასცემს, რომ ქვეყნისთვის ასეთი სტატუსის მინიჭებას მანამ, სანამ „მოთხოვნების გრძელი სია“ არ დაკმაყოფილდება.