“უყვართ ბაყაყების, ღვიძლისა და მაკარონების მოყვარულ ევროპელებს კიევის მონახულება, სარგებელი – ნული” – მედვედევი მაკრონის, შოლცისა და დრაგის ვიზიტზე

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა კიევში ჩასული, საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის ლიდერებისადმი აგდებული ტონი გამოიყენა და თქვა, რომ მათ ვიზიტს უკრაინაში ომის დასრულებასთან არანირი კავშირი არ აქვს.

ამის შესახებ მან Twitter-ში დაწერა.

“უყვართ ბაყაყების, ღვიძლისა და მაკარონის მოყვარულ ევროპელებს კიევის მონახულება. სარგებელი – ნულია. ისევ დაჰპირდნენ ევროკავშირში შესვლას, ძველ ჰაუბიცებს, ჩაარტყამენ არაყს და მატარებლით, როგორც ასი წლის წინ, სახლში დაბრუნდებიან. მაგრამ ეს ყველაფერი უკრაინას მშვიდობასთან არ აახლოებს,“ – წერს მედვედევი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები