თამარ არჩუაძე TAV AIRPORTS-ის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი – თამარ არჩუაძე, PASSENGER TERMINAL EXPO-ს ფარგლებში, TAV AIRPORTS-ის ახლადდანიშნულ პრეზიდენტს, სერქან კაპტანს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრას TAV AIRPORTS-ის მენეჯმენტი და TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი – თეა ზაქარაძე ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორის თბილისისა და ბათუმის აეროპორტების TAV Georgia-ს საქმიანობას და სააეროპორტო სფეროში არსებულ გამოწვევებს. ასევე, იმ ტექნოლოგიებისა და სერვისების შესაძლო დანერგვას, რომელსაც TAV Airports Groupe ADP თან ერთად 29 ქვეყნის 90 აეროპორტს სთავაზობს. Passenger Terminal Expo 2022-ის მასპინძელი და მთავარი ორგანიზატორი Groupe ADP (Aeroport De Paris)-ია, რომელიც TAV Airports-ის მთავარი აქციონერია. ორივე მათგანი ღონისძიებაზე საკუთარი სტენდითაა წარმოდგენილი. PASSENGER TERMINAL EXPO მსოფლიოში აეროპორტების უმსხვილესი ყოველწლიური გამოფენაა, რომელიც განლაგებულია 19 ათას კვადრატულ მეტრზე. მას ყოველწლიურად 130 ქვეყნის 2 ათასამდე დელეგატი ესწრება.
ორი წლის შემდეგ, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსოფლიოს 1900 მეტი აეროპორტის ხელმძღვანელი, საავიაციო ხელისუფლებისა და მასთან დაკავშირებული ბიზნესის წარმომადგენლები პირისპირ შეიკრიბნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები